გორის მერიასა და ლიეტუვას ქალაქ უთენას შორის მემორანდუმი გაფორმადა

713

ლიეტუვას ქალაქ უთენას მუნიციპალიტეტსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ქალაქ უთენას მერმა ალვიდას კატინასმა მოაწერეს.

როგორც გორის მერიაში განმარტავენ, მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურისა და განათლების მიმართულებითაა დაგეგმილი.