სიღნაღის სოფელ ქვემო მაჩხაანისა და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ჭერი ჩამოინგრა

1907

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანისა და ზემო ბოდბეს საბავშვი ბაღებში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ბაღებში მისულმა თანამშრომლებმა ჩამოვარდნილი ჭერი დღეს დილით ნახეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

როგორც “კახეთის ხმას” სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცემერმა მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, ორივე სააღმზრდელო დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გახორციელდა, რისთვისაც მუნიციპალური ბიუჯეტიდან ჯამში 2 500 ლარი დაიხარჯა.

“საგარანტიო ვადა გასულია. მომხდარის შესახებ პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს უკვე აქვთ ინფორმაცია. სარემონტო სამუშაოები ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღში უკვე დაიწყო, ხოლო ქვემო მაჩხაანის სააღმზრდელო დაწესებულებაში დღეს დაიწყებენ”, – განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.