მუხიანში მდებარე რადიოქალაქის ტერიტორიაზე 20 მილიონიანი პროექტის დასაწყებად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

790

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუხიანში, მუხიანში მდებარე ყოფილი რადიოქალაქის ტერიტორიაზე 20 მილიონიანი პროექტის დასაწყებად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. მისი თქმით, ტერიტორიაზე სარეკრეაციო და გასართობი სივრცე განთავსდება.

“მუხიანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზეა  წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი იმისთვის, რომ გავხადოთ ახალი მიზიდულობის ცენტრი კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით.

ჩვენ დაქირავებული გვყავდა კომპანია, რომელიც კონცეფციას აკეთებდა ამ პროექტთან დაკავშირებით. აქ უნდა განთავსდეს სარეკრეაციო, გასართობი, ახალგაზრდული სივრცე და ეს გახდება თბილისში ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი.

დღეს უკვე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, ზუსტად იმ კონცეფციით, რომელიც “კოლიერსის“ და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა გაკეთებული. ინვესტიცია, დაახლოებით, 20 მილიონზე ოდნავ მეტი იქნება ამ პროექტის განხორციელებისათვის. ჩვენ შეხვედრა გვაქონდა, ასევე, ბიზნესსექტორთან, რომელსაც წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი იქნება ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.