გორის მერიამ მივლინებებში ოთხ თვეში 11 214 ლარი დახარჯა

660

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გორის მერიამ მივლინებებში 11 214 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკას ავრცელებს.

“რადიო მოზაიკის” მიერ გორის ერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა შიდა და გარე მივლინებებს მოიცავს.

შედარებისთვის, გასული წლის პირველ კვარტალში გორის მერი მივლინებაში ორჯერ იმყოფებოდა – 2018 წლის თებერვალში გორის მერი თურქეთში, საფეხბურთო კლუბ “დილას” მიწვევით ჩავიდა. თუმცა სამივლინებო ხარჯები გორის მერიის მიერ არ ანაზღაურებულა; მეორე მივლინება ერთი წლის წინ ესპანეთში ჰქონდა. 25 მაისს ის საზღვარგარეთ 7 დღით იმყოფებოდა. მივლინებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშინ 273.94 ლარი გადაიხადა.