მერის წამომადგენელი: გორის ოთხ სოფელში საგზაო სამუშაოები დათქმულ დროში ვერ სრულდება

1132
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი

კონფლიქტის ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ოთხ სოფელს მოიცავს, შეფერხებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” დიცის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა განუცხადა.

მურმან ბადაშვილის ინფორმაციით, დიცი – ქორდი – არბო – მერეთის გზაზე ამ დროისთვის წყლის მილები მონტაჟდება, რის გამოც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დროებით შეჩერდა.

კონფლიქტის ზონის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიაშია გაწერილი. 2019 წლის გეგმის მიხედვით, დიცი – ქორდი – არბო – მერეთის გზაზე სამუშაოები მარტის თვეში უნდა დაწყებულიყო და აგვისტოში დასრულებულიყო.

დაგეგმილი სამუშაოებითვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 969 732 ლარი გამოიყო, ადგილობრივი მუნიციოპალიტეტის წილი კი 692 068 ლარია.

“აღნიშნული გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა, რომელიც წარმოდგენილია ძველი ასფალტობეტონის ფრაგმენტებით, არის ძალიან დაზიანებული, გაჩენილია ღრმულები, ნალექების დროს მოსახლეობას უჭირს გადაადგილება. მოძრაობა უჭირთ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. არსებული გზით სარგებლობს გამყოფი ხაზის მიმდებარე 4 სოფლის 500 მდე მოსახლე”, – წერია რეგიონის განვითარების გეგმაში, თუმცა მერის წარმომადგენელი დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარაუდობს, რომ საგზაო სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე დათქმულ დროში ვერ მოესწრება.