სენაკის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

680

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციამ” სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე, ახალსოფლის დამშრობი სისტემის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას “საქართველოს მელიორაცია” ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი მილხიდები, შეკეთდა გადასასვლელი ხიდები, ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორები და შემკრები არხები.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 20 წელზე მეტია, არ ჩატარებულა.  განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, სოფელ ახალსოფლის 691 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგა სადრენაჟე მომსახურება.

“2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.