სიღნაღის მერია სამოქალაქო ბიუჯეტირებისთვის კოორდინატორების შერჩევას იწყებს

718

სიღნაღის მერია სამოქალაქო ბიუჯეტირებისთვის კოორდინატორების შერჩევას იწყებს.

‘სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები.

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყოფა. კერძოდ, პირველი ზონა მოიცავს ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას. მეორე ზონა – ქალაქ წნორს, საქობოს, ვაქირს და ანაგას. მესამე კი – ბოდბისხვს, ჯუგაანს, ტიბაანს, ძველ ანაგას და მაჩხაანს.

თითოეულ ზონას ესაჭიროება ერთი კოორდინატორი, რომლის ძირითადი მოვალეობაც იქნება: პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა; მოქალაქეების დახმარება განაცხადის შევსებაში; საჯარო შეხვედრების მოწყობა”, – განმარტავენ სიღნაღის მერიაში.

მათივე ცნობით, კანდიდატები გაივლიან შესაბამის გადამზადებას.

კოორდინატორობის მსურველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინონ განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი, ან ელექტრონულად გაგხავნონ samoqalaqobiujeti@gmail.com-ზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი.