რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება

776

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებისთვის, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 საათიდან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა  შესაძლებელი იქნება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

“დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა. ხოლო, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”,  – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.