ბათუმის საკრებულოს წევრი “ნაცმოძრაობიდან” მანდატს ტოვებს

784

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს.

როგორც ბათუმის საკრებულოშიაცხადებენ, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით როინ ზოიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს 27 მაისს მიმართა.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო აღნიშნულ განცხადებას უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღებს.