ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გახსნეს

794

საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს აღსანიშნავად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერის ინაუგურაცია გაიმართა.

საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ მიმართეს.

ამასთან, ღონისძიებას ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.