ე.წ ოცნების ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას 4 მილიონამდე ლარი მოხმარდება

756

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

აჭარის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც, 3 750 000 ლარი ე.წ ოცნების  ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყებას მოხმარდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, გაზრდილი  საშემოსავლო გადასახადისა და ეკონომისტების ხარჯზე გაჩნდა რესურსი, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ ოცნების ქალაქში მშენებლობის დაწყება აჭარის ბიუჯეტიდან დააფინანსონ.

შეგახსნებთ, რომ ე.წ ოცნების ქალაქის პროექტზე ამხანაგობა “ინჟარქიტექტი“ იმუშავებს.

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 8 700  000 ლარით იზრდება. 4 მილიონამდე  ეზრდება დაფინანსება განათლების სამინისტროსაც, ცვლილება კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციითა გამოწვეული. კერძოდ, უნდა ჩამოყალიბდეს სპორტის დეპარტამენტი და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი. ცენტრისა და ახალგაზრდული პროგრამებისთვის 1 800 000 ლარამდეა გათვალისწინებული.