კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე 7 600 ნერგს დარგავენ

234

წინა სტატია

ხვალ კუს ტბის მიმდებარე ფერდობს გაამწვანებენ. ტერიტორიაზე პირველ დღეს 1 000-მდე, ხოლო ერთი კვირის განმავლობაში, 6,9 ჰექტარზე, ჯამში, 7 600 სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის ნერგს დარგავენ.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ნერგების მოვლა-პატრონობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე, მოეწყობა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

გამწვანებაში მონაწილეობას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეები, ასევე, თბილისის მერიისა და გამგეობების თანამშრომლები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.