სოფელ კაჭრეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

754

სოფელ კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის შემაერთებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მიმდინარეობს და მას შპს “იბერი” ასრულებს.

მთლიანად მოასფალტდება 4100 მეტრი სიგრძის გზა, 112 მეტრზე გაიწმინდება სანიაღვრე, 942 მეტრზე მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის სანიაღვრე და 547 მეტრზე – ბორდიური.