გორის სოფელ ტყვიავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას 213 302 ლარი მოხმარდება

638

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დღესდღეობით, ბაგა-ბაღის შენობა მოქმედია. თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, არ შეესაბამება შესაბამის ნორმებს. შენობა არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, დარღვეულია სანიტარული ნორმები. სანიტარული კვანძები არ არის გაყოფილი აღსაზრდელებისთვის და პერსონალისთვის. ჭურჭლის სამრეცხაო გათვალისწინებულია დერეფანში, რომელიც უკავშირდება სანიტარულ კვანძებს. შენობას არ გააჩნია დამხმარე გასასვლელი.

ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომლის სავარაუდო ღირებულება 213 302 ლარი იქნება.