თბილისში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა (ვიდეო)

208

სტატიის გაგრძელება

თბილისში, ყავლაშვილის ქუჩის N10-ში , ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის აივანი და მოაჯირი ჩამოიშალა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მომხდარიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მეხანძრე-მაშველები მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე ადგილი შემოსაზღვრულია და იქ საპატრულო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

რამ გამოიწვია ნგრევა, ამ დროისთვის უცნობია.

ძველ თბილისში სახლი ჩამოინგრა

❗ ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა ⤵⤵⤵

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 24 მაისი, 2019