მესტიაში ერთადერთი ტურისტული დაფა დაამტვრიეს

706

მესტიის ცენტრში დამონტაჟებული ერთადერთი ტურისტული დაფა დაზიანებულია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ახალი ტურისტული დაფა უკვე შეუკვეთეს და თვის ბოლოს დადგამენ. ვინ და როდის დააზიანა დაფა, მერიაში არ იციან.

“იმ ადგილას, სადაც დაფა დგას, კამერები არ არის. ამიტომ უცნობია, ვინ და როგორ დააზიანა. უკვე შევუკვეთეთ ახალი დაფა, რომელიც თვის ბოლოს გვექნება“, – განაცხადა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დათო ნავერიანმა.