ამბროლაურში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია განიხილეს

943

ამბროლაურში  მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და  სოფლების – ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის  ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმები საქართველოს მთავრობის488 განკარგულების საფუძველზე მომზადდა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების  უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე – ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების – ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის განვითარებისათვის  საჭირო ღონისძიებების“ გატარებას ითვალისწინებს.

განხილვაში ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და ილია ბეგიაშვილი,  სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის თანამშრომლები და სხვა სპეციალისტები მონაწილეობდნენ.    

დოკუმენტაციაზე მუშაობა დასრულებულია და ამ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი დამტკიცების პროცედურები მიმდინარეობს.