გორის მერიამ სამი თანამშრომლის ასაყვანად კონკურსი გამოაცხადა

55

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მეორადი სტრუქტურული ერთეული შესყიდვების განყოფილების უფროსის, მეორადი სტრუქტურული ერთეული სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მერის წარმომადგენლის კომბინატის დასახლების მე-2 უბანში ვაკანსიაზე თანამშრომელთა ასაყვანად კონკურსი გამოაცხადა.  ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მერიის ცნობით, საჯარო სამსახურში თანამშრომლები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევენ: აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია; აუცილებელი საკანონმდებლო აქტების ცოდნა; გამოცხადებული ვაკანსიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; უმაღლესი განათლების გათვალისწინება; უნარ – ჩვევები და კომპენტენცია; ​გასაუბრების შედეგების მიხედვით.