სანდრა რულოვსი: საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი

1041

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, – ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, რისთვისაც ოპოზიცია ყველა უბანსა და სოფელში მივა, რათა ხალხს გააგებინონ, რომ ერთმანეთის გაძლიერება შეუძლიათ.

“გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. ამ საპროტესტო ტალღით – ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, ნორმალურ არჩევნებზე.

მინდა, პირველ რიგში, ყველას ვუთხრა მადლობა, ყველა ამომრჩეველს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, კოორდინატორებს, აგიტატორებს, მოხალისეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს”, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა სანდრა რულოვსმა.

როგორც ცნობილია, ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, “ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.

უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ყველა – 107 უბნის მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო.