ხულოში 54-ივე უბნის მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა

132

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა.

წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა. მან ხმების 70,9 პროცენტი აიღო, კერძოდ 9 909 ხმა.

მეორე ადგილზე კი, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე გავიდა. მას 3 318 ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც 23.7 %-ია.

კენჭისყრაში სულ 14 163 ამომრჩეველი მონაწილეობდა, აქედან 187 ხმა ბათილია.

საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-ის გარდა ყველა ოლქში მმართველი პარტია იგებს.