მელია თანაპარტიელების განცხადებებზე: არ შეიძლება, გავაკეთოთ წინდაუხედავი განცხადებები

101

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას არ ეთანხმება. მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ არ შეიძლება ამომრჩევლის ფრუსტრირება და არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების კეთება. მელიამ ეს განცხადება სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც თქვეს, რომ უნდა მოიარონ ქალაქები და სოფლები და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ.

“ვინც არ უნდა აკეთებდეს ამ განცხადებებს, არ აქვს მნიშვნელობა. მამაჩემიც რომ იყოს, იმასაც არ დავეთანხმები. არ შეიძლება მზარდი ოპოზიციური მუხტის დისკრედიტაცია არ უნდა დავკიდოთ არანაირი თარიღები, სანამ გუნდში არ მოვილაპარაკებთ. როცა აქეთაა კერძო ინტერესი და იქეთ სახელმწიფოსი, მე ავირჩევ სახელმწიფოს ინტერესს. თუ დავიწყებთ, უნდა დავამთავროთ კიდეც. არ მინდა, რომ მომიბრუნდეს ამომრჩეველი და მითხრას, თუ დაიწყე, დაამთავრე კიდეცო”, – აცხადებს ნიკა მელია.