კობახიძე: 1-ის გარდა ყველა ოლქში მმართველი პარტია იგებს

169

პარლამენტი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ზუგდიდში ამ დროისთვის ხმათა 54.08% დააგროვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

მარნეულში 90 საარჩევნო უბნიდან 86 უბანია დათვლილი, სადაც 78.75%-ით მმართველი გუნდის კანდიდატი ზაურ დარგალი იმარჯვებს.

ზესტაფონში 53 უბნიდან 52 უბანია დათვლილი და აქ ლიდერობს გიორგი გოგლიჩიძე 50,53%-ით.

ჭიათურაში, 58 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 49 უბნის მონაცემები. მმართველი გუნდის კანდიდატის გივი მოდებაძის მაჩვენებელი არის 56,39%.

ხულოში 54 საარჩევნო უბანია დათვლილია და იგებს ვახტანგ ბერიძე 67.1%-ით.

რაც შეეხება მთაწმინდას, დათვლილია ყველა უბანი, იგებს მმართველი გუნდის კანდიდატი ლადო კახაძე 40.92%-ით, აქ მეორე ტური გაიმართება, რომელშიც კახაძეს “თავისუფალი დემორკატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე შეხვდება.

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ერთის გარდა, ყველა საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატები პირველივე ტურში იმარჯვებენ. ერთადერთი, სადაც, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება, იქნება თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრს ირჩევენ.