რულოვსი: არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

937

არაფრით მეორე ტური არ დაგვჭირდება, ჩვენ პირველი ტურში დავდებთ შედეგს, – ამის შესახებ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განმუხურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უბნებიდან “ძალიან კარგი ციფრები მისდის“.

“არაფრით მეორე ტური არ გვინდა, პირველი ტური გვაქვს მოგებული. მე უკვე მომდის უბნებიდან ძალიან კარგი ციფრები. ისინი არიან შეშინებულები, ჯერ აცხადებენ ხურჩას და სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც აქვთ ოდნავ უკეთესი სიტუაცია, მაგრამ ძირითადად ყველგან ჩვენ ვართ წინ და ალბათ, ამიტომ აცხადებენ, რომ ყველგან მეორე ტურია. არაფრით მეორე ტური არ დაგჭირდება. ჩვენ პირველივე ტურში დავდებთ შედეგს,“- განაცხადა სანდრა რუსლოვსმა.