ჩუგოშვილი: დღეს მთავარი განსახილველი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხები იქნება

761

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითხებით გაგრძელდება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, კონსტიტუციაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მიმართებაში ბევრი საკითხი დაიხვეწება.

“დღეს მთავარი განსახილველი საკითხი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონი. ამ კანონშიც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც თავად აჭარის წარმომადგენლების მონაწილეობით დაიხვეწა, არის თვითმმართველობის გარკვეული საკითხები. უზენაეს საბჭოსთან დაკავშირებული თემატიკა. სხვადასხვა საკითხები, რომელიც ჩვენი აზრით ხვეწს კონსტიტუციას. ეს ყველაფერი სესიაზე დეტალურად იქნება განხილული”,-აცხადებს ჩუგოშვილი.

წყარო: აიპრესი