ვაშაძე: ვიწყებთ თითოეული ბიულეტენის დაცვას!

1358

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა, იწყებენ თითოეული ბიულეტენის დაცვას.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციამ 1500 ბიულეტენი გაუბათილა, რის გამოც არჩევნები ვერ მოიგეს, ამიტომ ეს აღარ უნდა გამეორდეს.

ვაშაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მათი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე ტურის შანსი აქვთ.

როგორც ცნობილია, დილის 8 საათიდან საქართველოს 5 ქალაქში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში მერების რიგგარეშე, 8 მუნიციპალიტეტში –  საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური, ხოლო თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა.