17 საათის მონაცემებით, ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ მთაწმინდის ოლქშია

699

წინა სტატია

17:00 საათის მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა ისევ ყველაზე დაბალია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა მხოლოდ 26,6%-მა (11 669 ამომრჩეველი) დააფიქსირა.

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ საგარეჯოშია. ამ ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა 67,8%-მა (309 ამომრჩეველი) მიიღო.

საგარეჯოს შემდეგ აქტივობით გამოირჩევა ხულო, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 49,5%-მა (11 931 ამომრჩეველი) მიიღო.

რაც შეეხება დანარჩენ ოლქებს, ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია:

ადიგენი – 45,8% (515 ამომრჩეველი), ახმეტა – 44,1% (538 ამომრჩეველი), წყალტუბო – 40,9% (1724 ამომრჩეველი), ზუგდიდი – 38,6% (46 702 ამომრჩეველი), ოზურგეთი – 37,4% (1902 ამომრჩეველი), ზესტაფონი – 37% (20 325 ამომრჩეველი), ჭიათურა – 37% (15 890 ამომრჩეველი), ტყიბული – 33,9% (1208 ამომრჩეველი), მარნეული – 27,2% (27 098 ამომრჩეველი).

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები იმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.