ზუგდიდში ნაციონალების დამკვირვებელს 15-დღიანი პატიმრობა ან 2 000-ლარიანი ჯარიმა ემუქრება

801

ზუგდიდის ნომერ 1 საარჩევნო უბანზე დღისით დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი, რუსუდან მჭედლიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს და გამოუშვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მან დღეს უბანზე სამაგიდო სიები წაართვა კომისიის წევრებს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რუსუდან მჭედლიძე არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებებს, რის შედეგადაც ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მას 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.