სახალხო დამცველი არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

686

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებიან და ოპერატიულად რეაგირებენ რიგგარეშე არჩევნების მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე. მათ არაერთი საარჩევნო უბანი მოინახულეს, შეხვდნენ დაკავებულებს და აგრძელებენ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირებას, – ამის შესახებ  სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა პირს, საარჩევნო პროცესისას უფლებადარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლებს; ასევე, დარეკონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14-81-ზე.