ხაშურში მეშვიდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

512

ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, მეშვიდე სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 753 752 ლარი გამოყო.

“სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება და აღსაზრდელების სწავლა-განათლებისთვის სათანადო პირობები შეიქმნება”, – აცხადებენ გამგეობაში.