ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის გამო, წყალტუბოს N15-ე უბანზე ხმის მიცემა შეწყდა

615

წყალტუბოში, N15-ე უბანზე ხმის მიცემა შეწყდა. არსებული ინფორმაციით, მწყობრიდან გამოვიდა ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობა.

თუმცა, ტექნიკური ხარვეზი მალევე აღმოიხვრა და ხმის მიცემის პროცესი უბანზე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.