ზუგდიდის სოფელ ინგირში ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ

811

ზუგდიდის სოფელ ინგირის 47-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა. ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს, თვითმხილველების თქმით, უცნობი პირი მიუვარდა, კისრის არეში დაარტყა და გაიქცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

პირი, რომელსაც დაზიანება მიაყენეს, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.