ხულოში ხმის მისაცემად მისულ მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

759

ხულოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა და ვიდრე პირადობის მოწმობას მიუტანდნენ, დაბა ხულოს N1 უბანზე მისულს, დერეფანში მოუწია ლოდინი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

“პიანინოს თავზე” დარჩენილი მოწმობა, მას რამდენიმე წუთში მიუტანეს და ირაკლი ჯორბენაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

“მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს”,  – განაცხადა მერობის კანდიდატმა.