“ოცნების” კოორდინატორი, რომელიც ოპოზიციონერ ანა წითლიძეს ფიზიკურად შეეხო პოლიციაში გადაიყვანეს

857

ზუგდიდში 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან “ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი ჰქონდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ანა წითლიძემ ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა “ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა.

სამართალდამცველებმა “ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში საარჩევნო 21-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია განმუხტულია და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.