ნაძალადევში კონდოლის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

678

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კონდოლის პირველი შესახვევის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე მთლიან ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ნაძალადევის გამგეობა ავრცელებს.

კონდოლის პირველ შესახვევში სანიაღვრე ქსელი 120 გრძივ მეტრზე ეწყობა. პროექტის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს.

კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 160 000 ლარამდეა.