“ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატი: მარნეულში, კანდიდატის მეუღლე ინდურ ბრინჯსა და ზეთს არიგებდა

43

სტატიის გაგრძელება

მარნეულში, კანდიდატის მეუღლე არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს – დღეს ელოდებიან, რომ ინდური ხმები მოვა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა.

მან საკუთარი პოლიტიკური არჩევანი მარნეულის მუნიციპალიტეტის N67-ე საარჩევნო უბანზე უკვე დააფიქსირა. როგორც ის ამბობს, მერის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. თუმცა დასძენს, რომ “ქართული ოცნება ” ამომრჩევლებზე ზეწოლას აგრძელებს/

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” აგრძელებს აგრესიით, მოსყიდვით და ამომრჩევლებზე ზეწოლით ბრძოლას, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია არც “ქართული ოცნების”, არც ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი მოსახლეობა ერთად დავდგებით იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ინციდენტი იყო სოფელ სადახლოში, სადაც ჩვენს ერთ-ერთ წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “ქართული ოცნების”, მერიის წარმომადგენლებმა.

მოსყიდვის ფაქტებიც იყო – კანდიდატის მეუღლე სოფელ-სოფელ დადიოდა და არიგებდა ინდურ ბრინჯს და ზეთს. დღეს უკვე ელოდებიან, რომ ინდური ხმები მოვა, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ მარნეულში ინდური ხმები არ არის, მარნეულში საქართველოს მოქლაქეების ხმებია”, – განაცხადა იმამკულიევმა.