შსს-ს ინფორმაციით, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა

100

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.

როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, საზოგადოებას დღის განმავლობაში მიაწვდის ინფორმაციას.

“ამ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა.

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით უკვე განხორციელდა მთელი საქართველოს მასშტაბით საპოლიციო ძალების გადანაწილება და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცესი დღის მანძილზე გაგრძელდება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთნ, რათა თითოეული ინციდენტი დროულად აღიკვეთოს როგორც უბნებზე, ასევე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით, საზოგადოებას დღის განმავლობაში მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.