“ქართული ოცნების” ხულოს მერობის კანდიდატი: ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველას მერი ვიქნები

1329

ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველას მერი ვიქნები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ხულოს მერობის კანდიდატმა განაცხადა. ვახტანგ ბერიძემ საკუთარი არჩევანი სოფელ ღორჯომში გააკეთა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ხულო ძლიერი მუნიციპალიტეტი იქნება.

“ყველაზე უკეთ ვიცი, რა პრობლემებია ხულოში, რა არის გასაკეთებელი და საჭირო, რა უნდა გაკეთდეს რომ ხულო იყოს წარმატებული, თვითმმართველობა იყოს ძლიერი და ის საქმე კეთდებოდეს, რაც არის ხალხის მოთხოვნა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები ყველას მერი. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების ახლიდან შესწავლა. გვაქვს კონკრეტული გეგმა და გავაგრძელებთ მუშაობას,”- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.