თვითმხილველების თქმით, ზუგდიდის მე-4 უბანზე დამკვირვებელს საჯარო მოხელეების სია ჰქონდა

1061

ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირიპირება მოხდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბესო კილავას განცხადებით, დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ ერთ-ერთ დამკვირვებელს ხელში სია ეჭირა.

კილავას განცხადებით, მან არ იცის რა სია იყო.

“ადამიანების ჩამონათვალი იყო მხოლოდ, რაზეც ორი ქალი წაკინკლავდა. მე გავაფრთხილე, თუ თქვენ ასე გააგრძელეთ, გაგაძევებთ-მეთქი და ეს იყო. თუ განმეორდა, ორს კი არა ათიც რომ იყოს, ათივეს გავაძევებ, რადგან არ შეიძლება. აქ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. დამკვირვებლებმა რომ იკინკალონ, ეს არსად არ წერია“, – ამბობს ბესო კილავა.

უბანზე ოპოზიციის დამკვირვებლებმა კომენტარზე უარი განაცხადეს, თუმცა როგორც დაპირისპირების თვითმხილველებმა გამოცემა “ლაივპრესს” უთხრეს, “ოცნების“ დამკვირვებელს ხელში საჯარო მოხელეების სია ეჭირა