“ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა ავტოკოლონებით ზუგდიდში აქცია-მსვლელობას მართავს

706

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა ავტოკოლონებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქცია-მსვლელობას მართავს. როგორც ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, ბესო შენგელიამ განუცხადა, ახალგაზრდები ავტოკოლონებით ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებს შემოივლიან, შემდეგ კი ანაკლია-ჯიხაშკარის მიმართულებით გადაინაცვლებენ.

მისივე განმარტებით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა, რა დროსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ 19 მაისს ზუგდიდიდან დაიწყება საქართველოს გარჯვება”, – განაცხადა შენგელიამ.

ამასთან, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურში ამბობენ, აქცია-მსვლელობას ოპოზიციის ლიდერები არ მიჰყვებიან.