“TVოდიშის” წამყვანი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე პასუხისგებაში მისცეს

1068

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის ადგილობრივი ტელევიზიის “ოდიშის“  წამყვანი, ლევან თორია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს. მასთან ერთად პასუხისგებაში კიდევ ერთი პირია მიცემული.

“2019 წლის 14 მაისს,  ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მომხდარ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში კიდევ 2 პირი მიეცა. ჯგუფურად, ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებულ მ. ც.-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ძალადობის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ ბრალი. ორივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო“, -განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიო მოქმედებები გრძელდება.

გადაცემის წამყვანი ლევან თორია პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დღეს დილით დაიბარეს. ასევე, დღესვე აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “ოდიშის” ინფორმაციით, 14 მაისს, დადიანების ეზოში პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას.