მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ვადა 20 მაისამდე მისცა

წინა სტატია

დედაქალაქის მერია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელ კომპანია “ნილს“ ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, “ნილის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, საბავშვო ბაღებისთვის საკვების მიწოდების დაგვიანებაში, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირის დასაწყისიდან, კომპანიის მხრიდან ნებისმიერი სახის დარღვევა კონტრაქტის დაუყონებლივ გაწყვეტას გამოიწვევს.

“თბილისის მერიისთვის საბავშვო ბაგა-ბაღები და აღსაზრდელების კვება უმაღლესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევცვალეთ მენიუ იმგვარად, რომ მოვარგეთ საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, მენიუს შედგენისას, გავითვალისწინეთ UNICEF-ის ყველა რეკომენდაცია, ასევე, მთავრობის 487-ე დადგენილება. გამოცხადდა შესაბამისი ტენდერი, რომელშიც კომპანია “ნილმა“ გაიმარჯვა და წლის განმავლობაში, საბავშვო ბაგა-ბაღების პროდუქტით მომარაგებას ის ახორციელებდა.

ჩვენი მხრიდან,  ერთი მხრივ, მას ჰქონდა სრული მხარდაჭერა, თუმცა ამასთანავე, ტარდებოდა ძალიან სერიოზული მონიტორინგი, რათა პროდუქცია იყოს ხარისხიანი, მიწოდება – დროული, ხოლო პორციები – ადეკვატური. ამ მიზნით, მათ მერიის შიდა აუდიტის საშუალებით ვამოწმებთ, ასევე, მოწმდება თბილისის საკრებულოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების მიერ.

წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “ნილს“ ჰქონდა მცირედი დარღვევები, რაზეც ყოველთვის იყო დაუყოვნებლივი რეაგირება და კონტრაქტუალური ჯარიმები მერიის მხრიდან, მათ საქმიანობაში საგანგაშო არაფერი გამოკვეთილა იმ კუთხით, რომ მათთან ხელშეკრულების გაწყვეტა მომხდარიყო. იგივეს ვერ ვიტყვით ბოლო კვირაზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალიან სერიოზულ გადაცდომებს, რაც ზოგ შემთხვევაში, პროდუქტის დაგვიანებაში, ხშირად კი – საერთოდ არმიტანაში გამოიხატა.

ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შიდა რესურსი, ნაშთები, ასევე, კომპანია “ნილმაც“ იზრუნა, რომ მომხდარიყო შესაბამისი პროდუქტების ჩანაცვლება შიდა ნაშთებიდან იმგვარად, რომ ამას გავლენა არ ჰქონოდა ბავშვების კვებაზე. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში ბავშვები იკვებებოდნენ ხარისხიანად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარ რეჟიმში ვერც ჩვენ, ვერც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და ვერც თავად ბაღები დიდხანს ვერ გავაგრძელებთ მუშაობას. ეს ძალიან სტრესული რეჟიმია. კვირის დასაწყისში გამოვაცხადეთ, რომ ამ კვირაში “ნილის“ მოქმედებას დავაკვირდებოდით, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ვერანაირი გაუმჯობესება მათ საქმიანობაში ვერ დავინახეთ. დღევანდელი გაფრთხილება მათ მიმართ უკანასკნელია. მომავალი კვირის ორშაბათიდან, მცირედი გადაცდომაც კი, დაუყონებლივ გამოიწვევს რეაგირებას და მათთან ხელშეკრულებას გავწყვეტთ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის ნომერ 1 საარჩევნო უბანზე დღისით დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი, რუსუდან მჭედლიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს
კაფე "სავანემ " რომელიც ქუთაისის მერიამ  კაფის ტერიტორიაზე მაგიდებისა და სკამების განთავსების გამო 2 000
შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, მთელი ქალაქის მასშტაბით, მონიტორინგის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანია აიკრძალოს კომერციული საქმიანობისთვის პარკირების
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა, რომ მერია ველობილიკებსა და ე.წ. ბასლეინებზე
წინა სტატია სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია “იმედის” მიერ
უკანონო მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიიდან, დაახლოებით, 200 მეტრში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გარემოების მიუხედავად ზედამხედველობის
თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის საქმეზე ქუთაისის მერიამ სასამართლო დავა მეორედ წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არასამთავრობო
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა, რომ ტაქსების პარკირების
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს
სტატიის გაგრძელება სამოქალაქო აქტივისტს, ნინო გოგოლაშვილს, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ცხოვრობს, ტელეკომპანია "იმედის" მიერ
უცხოელს და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული
ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე უკანონო პარკირებას გააკონტროლებს. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პირველ ეტაპზე ყველა
თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირების შედეგად ახმეტის მე-4, სოფელ ყვარელწყალის, სოფელ დუმასტურისა და სოფელ ხორხელის საბავშვო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არამარტო მუნიციპალიტეტებშია.
%d bloggers like this: