გორში არსებულ ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ობიექტს – ერეკლეს აბანოს ნესტი აფუჭებს

1445

გორში არსებულ ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ობიექტში, ერეკლეს აბანოში, ნესტი გაჩნდა, რის გამოც ის ზიანდება, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკა” გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელის, თინა სოსანიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

“აბანოში არის ნესტი. ამისთვის საჭიროა სპეციალური სამუშაოების ჩატარება. განაცხადი დაწერილი გვაქვს და ველოდებით, როდის მიიღებენ საჭირო ზომებს. ვფიქრობ, გამწოვს დააყენებენ. ეს ნესტი თუ არ მოისპო, ყველაფერი დაზიანდება”, – აცხადებს თინა სოსანიძე.

ერეკლეს აბანოს რეაბილიტაცია ზუსტად 1 წლის წინ ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის გორში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს.