გენშტაბის ყოფილი უფროსი: ძებნილი დათა ახალაია და გია უდესიანი ზუგდიდის არჩევნებზე პროვოკაციას აფხაზეთიდან გეგმავენ

82

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაცენტრ მთავარის პრესკლუბში ადგილობრივ მედიაზე “აფხაზ ინფოზე” დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია და გიორგი უდესიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი თქმით, ისინი, ზუგდიდის მერის არჩევნებში ჩართვას სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან გეგმავენ.

სავარაუდოდ, საუბარია ე.წ. საზღვარზე დესტრუქციული ძალების გადმოყვანასა და პროვოკაციების მოწყობაზე.

“აფხაზ ინფომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია. მათი მცდელობაა, გარკვეული გავლენა მოახდინონ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებზე. ერთია, რომ გადმოიყვანონ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფები და მათ მიაცემინონ ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ და მეორე – მოახდინონ პროვოკაცია“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.