ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო კომისიამ გადასატანი ყუთის სია დაამტკიცა

934

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთის სია ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სიაში არის ათეულობით ისეთი ადამინი, ვინც ყუთს არ საჭიროებს. მისივე თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც. საოლქო კომისია, სიის დამტკიცებამდე უნდა განეხილა საჩივრები და შეესწავლა მტკიცებულებები, რაც არ მოხდა. ოპოზიციონერის განცხადებით, ეს არჩვენების გაყალბების მცდელობაა.

დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადასტანი ყუთის სია ხმაურის ფონზე დაამტკიცეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ზუგდიდის საოლქო კომისის თავმჯდომარე მირანდა მესხს უთხრა, რომ ის “ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებს.