არასამთავრობოები საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვას ბოიკოტს უცხადებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან და საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

მესამე სექტორის პროტესტის მიზეზი უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, საარჩევო სისტემა შერეულიდან პროპორციულზე არა 2020 წელს, არამედ 2024 წელს გადავა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” როგორც მესამე სექტორისთვის, ისე საზოგადოებისა და ვენეციის კომისიისთვის მიცემული პირობა დაარღვია.

მათი თქმით, უმრავლესობის ასეთი მიდგომა ეჭვქვეშ აყენებს არასამთავრობო სექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების სამომავლო თნამშრომლობას უმრავლესობასთან. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება და კონსტიტუცია არ გახდეს ერთი პარტიის ინტერესზე მორგებული.

 

მსგავსი სიახლეები