რუსთავის პარკში გამხმარი ხეების მოხატვა და კომპოზიციებით გაფორმება დაიწყეს (ფოტოკოლაჟი)

1825

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ხმელი ხეების მოხატვა და სხვადასხვა კომპოზიციით გაფორმება დაიწყეს.

ერთი თვის განმავლობაში სამი მოქანდაკე პარკის ტერიტორიაზე სულ ხუთ ხმელ ხეს გააფორმებს. ამ დროისთვის ერთი ხე უკვე გაფორმებულია.

პროექტისთვის ესკიზები მოქანდაკე ვალერი ჯიქიამ შექმნა.