ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

892

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ბოლო დროის განვითარებულმა მოვლენებმა ცხადჰყო, რომ ზუგდიდის განვითარების სურვილი არც “ქართულ ოცნებას“ და არც “ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს.

“მოვუწოდებ ამ ორ პარტიას დაანებეთ ზუგდიდს თავი, წადით სახლებში, წადით იქიდან საიდანაც ჩამოხვედით და მოგვეცით საშუალება რომ ზუგდიდელებს გავაკეთოთ არჩევანი და ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე,

ყველა საიტზე დადებულია გამოკითხვა 5 – ს და 41 -ს შორის, ჩვენც ცოცხლები ვართ. დამოუკიდებელი კანდიდატები, ჩვენც რაღაცას წარმოვადგენთ ამ ქალაქში, მოგვეცით უფლება რომ ჩვენს თანამოქალაქებთან ერთად ვიზრუნოთ, ჩვენი ქალაქის განვითარებაზე, ჩვენ ერთმანეთს ვარტყამთ ხელს, ჩვენ ერთმანეთს ვუპირისპირდებით მეზობლები, ძმები, მეგობრები და ნათესავები. თქვენ ყველანი ადგებით და წახვალთ 20 – ში თქვენს სახლებში და ჩვენ დაგვტოვებთ აქ გამწარებულს და აქამდე მიყვანილ ადამიანებს“, – ამბობს სიჭინავა ვიდეო მიმართვაში,