მამუკა ბახტაძე და თამარ ჟვანია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამცხადდებიან

191

პრლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არც ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და არც პრემიერმინისტ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში მისვლის პრობლემა არ ექნებათ.

კობახიძის თქმით, ისინი გამოცხადდებიან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.

“ანგარიშვალდებული ორგანოების პარლამენტში დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა. მათ ამის უფლება აქვთ და ბუნებრივია, გამოცხადდებიან შესაბამისი თანამდებობის პირები. დარწმუნებული ვარ, არც ცესკოს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ისინი გამოცხადდებიან პლენარულ სხდომაზე და გასცემენ ყველა კითხვას პასუხს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ევროპულმა საქართველომ “პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს თავჯდომარე თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარეს.