“ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს თავმჯდომარეს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

1043

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. მისი თქმით, “ნაცმოძრაობამ” ინტერპელაციის წესით ჟვანიას დაბარების შესახებ დღეს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.

“ვიბარებთ, რათა მან პარლამენტის წინაშე გასცეს პასუხი, თუ რატომ არ ახდენს საარჩევნო კომისია რეაგირებას იმ დარღვევებზე, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია, ვხედავთ და მათ შორის იმ ძალადობაზე, რასაც დღეს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში სჩადიან, თუნდაც იგივე ზუგდიდში”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.