ზაზა გაბუნია: წელს ზუგდიდში ასობით დევნილი საცხოვრებელ ბინას მიიღებს

822

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ზუგდიდში მიმდინარე წლის შემოდგომიდან საცხოვრებელი ბინებით 720 ოჯახი დაკმაყოფილდება.

“ამ ქუჩაზე ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი”.

დევნილთათვის სახლების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.